შეხსენებები შენთვის და ახლობლებისთვის

შეახსენე ახლობელს.
ნახე მისი დადასტურება.

დააყენე წამლის ან სხვა საქმის შეხსენება ახლობლისთვის. როცა ის დაადასტურებს, პასუხს შენს აპშიც ნახავ.

შეგიძლია საკუთარი შეხსენებებიც დაამატო.
Android-ის ვერსია მზადდება. მალე გამოვა.

სცადე, როგორ მუშაობს
ახლობლის ტელეფონზედღეს · 09:00

წამლის მიღების დროა

შენი დილის შეხსენება.

შენს ტელეფონზე

პასუხს აქ დაინახავ.

ინტერაქტიული მაგალითი

ერთი შეხებით დადასტურება

შეხსენება არჩეულ დროს

მუდმივი კავშირი, სადაც არ უნდა იყოთ

რა შეგიძლია შეახსენო?

წამლის მიღება, კარის დაკეტვა
ან სახლში საჭირო ნივთების შემოწმება.

„წამლის დროა.“

დაგეგმე მიღების დრო. ნახე, დაადასტურა თუ არა ახლობელმა შენი შეხსენება.

წამლის შეხსენებები

„კარი დაკეტე?“

შეახსენე კარის დაკეტვა ან ღუმლის გამორთვა და ნახე მისი პასუხი.

ყოველდღიური საქმეები

„ხომ არაფერი გვაკლია?“

დაამატე შეხსენება, რომ შენ ან ახლობელმა სახლში პროდუქტების მარაგი შეამოწმოთ.

საკვები და მარაგი

როგორ დავიწყო?

დაამატე ახლობელი და პირველი შეხსენება. თუ აპს მხოლოდ შენთვის იყენებ, მოწვევა არ გჭირდება.

შენთვის და
შენი ახლობლებისთვის
  1. 1

    დაუკავშირდით ერთმანეთს

    გაუზიარე ახლობელს მოწვევის კოდი ან QR-კოდი, რომ აპში დაგემატოს.

  2. 2

    დააყენე შეხსენება

    აირჩიე დრო და გამეორება. სურვილის შემთხვევაში დაურთე შენი ხმოვანი ჩანაწერიც.

  3. 3

    ნახე დადასტურება

    ახლობელი ერთი შეხებით პასუხობს. თუ პასუხი არ მოვიდა, WE შეგატყობინებს, რომ შეხსენება ჯერ არ დადასტურებულა.

ახლოს ყოფნა
მანძილზე არ არის დამოკიდებული.

თუ ახლობლისგან შორს ცხოვრობ, WE-ში შეგიძლია მისთვის შეხსენებები დააყენო და ნახო, როდის დაადასტურა. ეს მაშინაც გამოგადგება, როცა ახლოს ხართ, მაგრამ დღის განმავლობაში ერთმანეთს ვერ ხვდებით.

აპიდან ჩახუტების გაგზავნაც შეგიძლია, შეხსენების გარეშეც.

ხშირი კითხვები

მხოლოდ ახლობლისთვის გამოვიყენებ?

არა, შეხსენებები შენთვისაც შეგიძლია დააყენო. ახლობლის დამატება აუცილებელი არ არის.

რას ნიშნავს „დადასტურებულია“?

ეს ნიშნავს, რომ ადამიანმა დადასტურების ღილაკს დააჭირა. აპი წამლის მიღებას, კარის ან ღუმლის მდგომარეობას ავტომატურად არ ამოწმებს.

თუ ახლობელმა არ უპასუხა?

WE შეგატყობინებს, რომ შეხსენება ჯერ არ დადასტურებულა. ამის შემდეგ შეგიძლია თავად დაუკავშირდე ახლობელს. პასუხის არქონა თავისთავად არ ნიშნავს, რომ რამე მოხდა.

ინტერნეტი საჭიროა?

ტელეფონზე უკვე დაყენებული შეხსენება ინტერნეტის გარეშეც მოვა, თუ საჭირო ნებართვები ჩართული გაქვს. ახლობლის პასუხის მისაღებად და ერთმანეთისთვის შეტყობინებების გასაგზავნად ინტერნეტი გჭირდებათ.

როგორ შემიძლია WE-ის გამოცდა?

WE უკვე ხელმისაწვდომია App Store-ში. Android-ის ვერსია მზადდება და მალე გამოვა.

გადმოწერე WE

iPhone-ის ვერსია უკვე ხელმისაწვდომია.
Android-ის ვერსია მზადდება და მალე გამოვა.

ჩამოტვირთე App Store-იდან Android-ის ვერსია მზადდება. მალე გამოვა.